საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი



 

ENG

 

 

2015 წლის ღონისძიებები

2015 წ. 9 დეკემბერს გამოვლინდნენ „წლის საუკეთესო ოსტატი - პედაგოგის“ ნომინაციის გამარჯვებულები.
კონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის და საქართველსო კულტურული მემკვიდრეობსი ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის განხორციელებული პროექტის „Investing In People”ის ფარგლებში იყო შემუშავებული. კონკურსის მთავარი მიზანი ტრადიციული რეწვის დარგში იმ ოსტატების წარმოჩენაა , რომლებიც ტრადიციული რეწვის დარგის ფლობასთან ერთად, ხელს უწყობენ ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემას და ახალგაზრდებში ხალხური ხელოვნების პოპულარიზაციას.
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ქარგვის დამსახურებული ოსტატი ქალბატონი ეთერ უროტაძე, რომელიც გარდა იმისა რომ გამორჩეული ნიჭის ოსტატია, მან უკვე არაერთ თაობას მრავალი წლის მანძილზე შეასწავლა თავისი ხელობა. მისი მოწაფეები კი დღესაც აგრძელებენ ხელობას.
მეორე ადგილის მფლობელები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯილდოვა.მეორე ადგილი სამ ღვაწლოსილ ტრადიციული რეწვის ოსტატს ერგო - ქალბატონ ნანული აზიკურს, ქ-ნ ელისო არაბულსა და ქ-ნ მარიამ ჟუჟუნაზეს.
მესამე ადგილიუს მფლობელი კი სამკაულის და მინანქრის ოსტატი ივანე კოკაიაა, რომელიც საპატრიარქოს ფონდს „ლაზარეში“ მრავალი წელია ასწავლის ახალგაზრდებს ტრადიციულ ხელობას და ხელს უწყობს მათ მომავალი დამოუკიდებელი საქმიანობას. ასოციაციამ ივანე კოკაიას საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის უფასო წევრობა მიანიჭა

2015 წ. 9 დეკემბერს - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა აღნიშნა მოღვაწეობის 20 წლის იუბილე. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დისკუსია თემაზე: "ქართული კულტურის 20 წელი - ძირითადი ტენდენციები, 1995- 2015"; გამოფენა და ვიდეოინსტალაციები - განხორციელებული პროექტების რეტროსპექტივა; ჩუმი აუქციონი - ტრადიციული ქართული რეწვა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და "ისტორიალის" კოლექცია; საზეიმო ცერემონია. საღამოზე ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის - "ევროპა ნოსტრას" ვიცე-პრეზიდენტმა პიეტ ჯასპაერტმა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს გადასცა "ევროპა ნოსტრას ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ კატეგორიაში"კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის". ღონისძიება ჩატარდა თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრში.

2015 წ. 25-26 ნოემბერი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ევროკავშირის/Investing in People პროგრამის მიმდინარე პროექტის „ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების წარმომადგენლებისთვის მოეწყო უორქშოფი ტრადიციული რეწვა, როგორც არამატერილაური კულტურული მემკვიდრეობა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების რესურსი. უორქშოფს უძღვებოდა იუნესკოს ექსპერტის, პროფ. ამარასავარ გალა.

2015 წ. 4 ნოემბერი -ჩატარდა ზაზა გათენაშვილისა და წეროვანის დევნილი ახალგაზრდობის მიერ შექმნილი ხეზე კვეთილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

2015 წ. 25 ოქტომბერი - საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში" კისისხევის ორგანიზაციში "კარგი სახლი" ჩაატარა ტრეინინგი ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარებაში

2015 წ. - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მიიღო ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის - "ევროპა ნოსტრას" ჟიურის სპეციალური აღნიშვნის პრიზი კატეგორიაში"კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის".

2015 წ. 8 ივლისი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შედგა ევროკავშირის, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული მცირე გრანტების კონკურსის„საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარება და სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა“გამარჯვებულების დაჯილდოვებას

2015 წ. 1 ივლისი - გელათის მონასტერში შედგა კელათი ღვთისმშობლისტაძრის კონსერვაციის პროექტის გუნდის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და eptisa-ს წარმომადგენელტა ტექნიკური სეხვედრა

2015 წ. 18-19 ივნისი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ევროკავშირის პროექტის Investing in People-ის ფარგლებში ამერიკის საელჩოს და თბილისის მერიის კულტურის სამსახურის და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით   გაიმართა ტრეინინგს და კონსულტაციებს ტრადიციული რეწვის მარკეტინგსა  და პროდუქციის განვითარებაში.  ტრეინინგს გაუძღვება რეწვის მარკეტინგის და დიზაინის ამერიკელი ექსპერტი ლინ ნელსონი.

15 მაისი, 2015 - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პრეზენტაცია. ასოციაციადაარსდაევროკავშირის Investing In People
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ფარგლებში.


15 მაისი, 2015 -გაიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,
ქ. თბილისის მერიის კულტურის სამსახურს და ხელოვნების საერთაშორისო
ცენტრს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი.მემორანდუმის
ფარგებში მხარეები კულტურული მეწარმეობის განვითარების სფეროში
ითანამშრომლებენ.

 

მარტი, 2015 - განახლდა გელათს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათზე
აშშ ელშის დიდი გრანტების პროექტით მიმდინარე სამუშაოები.

.

 

13 თებერვალი, 2015კონფერენცია „მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო
პროგრამები მუზეუმებში“. კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ჩაერთე კულტურაში
- პოლონურ- ქართული თანამშრომლობა“ ფარგლებში საქართველოში პოლონეთის
ელჩის მისი აღმატებულება ანდჟეი ჩეშკოვსკის პატრონაჟით

.

23 იანვარი, 2015. ICOMOS-ის და მსოფლიო ბანკის ექსპერტები ეწვიენ გელათს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათზე აშშ ელშის დიდი გრანტების პროექტით მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით. დაწვრილებით იხილეთ facebook -ზე

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center