საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი



 

ENG

 

 

2016 წლის ღონისძიებები

 

2016 წ. 22 - 26 ნოემბერი - ერთი ქანდაკება... შემოქმედი საკუთარიმხატვრული ხედვის შესახებ. შეხვედრა მოქანდაკე მარინა ივანიშვილთან

 

2016 წ. 3 ნოემბერი - დასრულდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის". სფეროში ჩართული პირების, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელბისა და ფართო აუდიტორიისთვის პროექტის შედეგების წარდგენა ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მოხდა

2016 წლის 23-25 სექტემბერს ჩატარდა ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი "ეთნოFest2016". სამიტი განხორციელდა ცენტრში ევროკავშირის "investing in People"-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მიმდინარე პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის" ფარგლებში. სამიტში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ქართველმა ოსტატმა და დიზაინერმა, ასევე საერთასშორისო, კერძოდ, აზერბაიჯანელმა, თურქმა და სომეხმა ხელოვანებმა.

 

პროექტების წარდგენა ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მოსაპოვებლად. ბოლო ვადაა 2016წ. 1 ოქტომბერი. ევროკავშირის პრიზი კულტურულ მემკვიდრეობაში / ევროპა ნოსტრას ჯილდო წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში უმაღლეს აღიარებას ევროპის მასშტაბით. იგი ენიჭება საუკეთესო სარესტავრაციო პროექტებს, ყველაზე შთამბეჭდავ კვლევას, სფეროს ყველაზე მოტივირებულ პროფესიონალებს და მოხალისეებს და საუკეთესო ცნობადობის ამაღლების, ტრენინგების და საგანმანათლებლო პროგრამებს. განაცხადის გაკეთება

 

2016 წ. 26 მაისი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მიენიჭა „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში.
"ევროპა ნოსტრა საქართველოს" ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოში გაიმართა ევროპის სახლში2016 წ. 14 ივნისს. ვრცლად

 

2016 წ. 17 - 31 იანვარი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის გამოფენას "საქართველოს ცოცხალი მემკვიდრეობა" უმასპინძლებს ქ.დოჰა, ყატარი. გამოფენა ტარდება ყატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით

2016 წ. იანვარი - პრინც ლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამის დაფინანსებით იწყბა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დრენაჟის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center