საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ENG

 
________________________________________

შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში: ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა გავითარებისთვის
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

პროექტი "შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში აზერბაიჯანსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა - ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" შეეხება შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ, კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ტრადიციული რეწვის განვითარების ხელშეწყობას მონაწილე ქვეყნებში.
შემოქმედებით ინდუსტრიებს, რომელთა მზარდ ეკონომიკურ პოტენციალს არაერთი კვლევა ადასტურებს, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კულტურის პოლიტიკაში. შესაბამისად, კულტურა, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი წარმოჩენილია ისეთ საერთაშორისო პროგრამებსა და დოკუმენტებში, როგორიცაა ლისაბონის სტრატეგია (2000-2010), იუნესკოს "კულტურის გამოხატულების მრავალფეროვნების დაცვისა და პოპულარიზაციის კონვენცია" (პარიზი, 2005), "ევროპის კულტურის პროგრამა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში" და სხვა.
შემოქმედებითი ინდუსტრიების პროდუქციის ერთდროულად მხატვრული და საბაზრო ღირებულება მას კულტურისა და ეკონომიკის სექტორების მომიჯნავე სფეროდ აქცევს. პროექტში ტრადიციული რეწვის მხატვრულ-კულტურული ღირებულების პარალელურად წამოწეულია დარგის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ტრადიციული რეწვისადმი ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს.

მიზნები და ძირითადი კომპონენტები

პროექტის მიზანია შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ, ტრადიციული რეწვის სფეროს მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მონაწილე ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის დარგში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს ღონისძიებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, კერძოდ:
ა. ტრადიციული რეწვის სექტორის შესწავლა; მონაცემთა ბაზისა და ელექტრონული რუკის შექმნა; დარგში არსებული მდგომარეობის შეფასება; საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით დარგის განვითარების რეკომენდაციების შემუშავება.
ბ. საგანმანათლებლო კომპონენტი: ტრეინინგების და უორქშოფების ჩატარება ტრადიციული რეწვის ორგანიზაციებისა და ხალხური რეწვის ოსტატებისთვის ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნასა და მარკეტინგის განვითარებაში. ასევე, კულტურის სფეროს სტატისტიკის ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების (UNEშჩO, EUღOშთAთ) გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა.
გ. ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებულ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს შემორჩენილი მდიდარი ტრადიციების და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული რეწვის ეკონომიკური პოტენციალის აღქმის ამაღლებას და ტერმინის "კულტურის ეკონომიკა" დამკვიდრებას;
დ. ქსელური თანამშრომლობის, გაერთიანებების წახალისების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს მონაწილე ქვეყნების ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენელთა საერთო ქსელის შექმნას, მის პოპულარიზაციას და ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში.

წამყვანი პარტნიორი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
პარტნიორები
საქართველო
: ქ.თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ევროპის სახლი
აზერბაიჯანი - EkoSfera Centre
სომხეთი -Arkanel NGO; ასოცირებული პარტნიორი - სომხეთის ისტორიის მუზეუმი

________________________________________

სიახლეები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

 

2013 წლის 27 დეკემბერს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში გაიმართა მილანის საერთაშორისო ბაზრობაზე L`ARTIGIANO IN FIERA (30/11-8/12,2013) წარგენილი ნამუშევრების ავტორებთან შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილეს და გაანალიზეს გამოფენის შედეგები და გაიზიარეს გამოცდილება ტრადიციული რეწვის ექსპორტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე - ხარისხი, მოდის ტენდენციები, ნამუშევრების ტრანსპორტირება, ექსპოზიციის მოწყობა, გაყიდვების ორგანიზება და სხვა. 

2013 წლის დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ტრადიციული რეწვის პროდუქცია, რომელიც შეირჩა გამოფენა-კონკურსში„ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან“ წარდგა მილანის საერთაშორისო ბაზრობაზე

26-28 სექტემბერი, 2013 - საერთაშორისო კონფერენცია - „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის - თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სახრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“ სასტუმრო რადისონ  Blue ივერია (თბილისი, საქართველო). კონფერენციის პარალელურად გაიმართა გამოფენა-კონკურსის „ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან“ ფინალური ტური

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის პროექტი: „ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის; შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში” გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ გამოფენა-კონკურში „ტრადიციული რეწვის საუკეთესო პროდუქცია სამხრეთ კავკასიიდან“.განაცხადების  მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივლისი.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტიდა ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა.

დაიწყო განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში - “კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის _ თანამედროვე ტენდენციები და ახლებური მიდგომა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის”, მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება. კონფერენცია ტარდება თბილისში, 2013 წლის 26-28 სექტემბერს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის პროექტის: `ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის; შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება საქართველოში აზერბაიჯანსა და სომხეთში” ფარგლებში.  განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 ივნისი. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი

2013 წლის 1 მაისიდან პროექტის ფარგლებში სამივე ქვეყანაში დაიწყო ტრენინიგები ტრადიციული რეწვის მენეჯმენტსა და პროდუქციის განვითარებაში

2012 წლის 29 ოქტომბერი -2 დეკემბერი- პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ფარგლებში. მოეწყო ვორქშოფები თემებზე ევროპის კულტურის პოლიტიკა შემოქმედებით ინდუსტრიებთან/ ტრადიციულ რეწვასთან მიმართებაში და კულტურის სტატისტიკის ინსტრუმენტები.

23 მაისი, 2012 - გაიმართა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ტრადიციული რეწვის ექსპერტთა შეხვედრა.

30 მარტი - 14 აპრილი, 2012 -შედგა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ტრადიციული რეწვის სფეროშისაერთაშორისო კონსულტანტის ბ-ნ ინდრასენ ვენკატაჩელუმის ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში. ვიზიტის ფარგლებში ბატონმა ინდრასენმა სამივე ქვეყანაში ჩაატარა ტრენინგები ტრადიციული ეწვის მენეჯმენტსა და პროდუქციის განვიტარებაში

6 თებერვალი , 2012 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში შედგა პროექტის ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ქართველ პარტნიორთა პირველი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ევროპის სახლის და ხელოვნების საერთშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

2012 წლის 1 თებერვლიდან ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს პროექტს - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერჯაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის". პროექტი შეეხება შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული რეწვის განვითარების ხელშეწყობას ზემოხსენებულ ქვეყნებში.

 

 

_____________________
სასარგებლო ინფორმაცია
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __

თუ თქვენ ჯერ არ ხართ ცენტრის ტრადიციული რეწვის სფეროსმონაცემთა ბაზაში გთხოვთ მიმართოთპროექტის პარტნიორებს

აზერბაიჯანში:მის. ლერმონტოვის ქ. 61, ბაქო, AZ1006, აზერბაიჯანი
ტელ: 994506326900; ელ ფოსტა: az_heritagecrafts@mail.ru
საკონტაქტო პირი: ნიჯათ ნარიმანი

საქართველოში:ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ნიკო ნიკოლაძის 7, თბილისი.
ტელ.: 2931335; 2935685
ელ.ფოსტა info@gaccgeorgia.org
საკონტაქტო პირები: ანო შანშიაშვილი,
ირინა მანია

სომხეთში: “Arkanel” NGO; ვაგარშიანის ქ. 6, ერევანი 0012, სომხეთი
ტელ: +374 10 26 46 33
ელ.ფოსტა
: rmenia.crafts@gmail.com
საკონტაქტო პირები: რუზანა ხაჩატრიანი, გაიანე დალლაკიანი

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center