Home

 

 About Us

 

 Creative Indust.& Crafts Develop.

 

 Cultural Heritage

 

Georgian
 Cultural Studies

 

Exhibitions

 

ISTORIALI Show room


GACC Services


Channel Istoriali

 

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

ბორჯომის ყოფილი კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება

შესავალი:

2017 წლიდან საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა წამოიწყო საკონსულტაციო მომსახურება ქალაქის დიდი არქიტექტურული მნიშვნელობის მქონე, ბორჯომის კავალერიის შენობის რეკონსტრუქციის დეტალური დიზაინის განვითარებასთან დაკავშირებით. პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით მესამე რეგიონალური განვითარების პროექტის (RDP III) ფარგლებში.

ისტორია:

კავალერიის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია აღიარებულია, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ის აშენდა 1880 წელს და წარმოადგენს ფსევდო გოთიკური სტილის ნიმუშს. მიმდებარე პარკთან ერთად, შენობა წარმოადგენდა იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის საზაფხულო რეზიდენციას. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით, ფასადები მოპირკეთებულია ქვის თლილი კვადრებით და აგურის საპირეებით, ფრონტონის, კარნიზებისა და აივნების დეკორაცია კი შემკულია ხის მოხარატებული ორნამენტებით. შენობა რამდენჯერმე აშენდა თავიდან - მის ერთ-ერთ მხარეს დამაგრებულია ძველი მიშენება არსებული ფასადის იმიტაციით. მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან შერწყმული კავალერიის შენობა, თავისი შესახედაობით წარმოადგენს მე-19 საუკუნის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ის იმსახურებს შესაფერის დაცვასა და შენარჩუნებას ნებისმიერი სამომავლო მიზნით გამოყენებისთვის.

არსებული პრობლემები:

ამჟამად შენობა ძალიან დაზიანებულია, საყრდენი კედლები ამოჭმული და დასუსტებულია, ხოლო მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეულია. სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად არის განადგურებული.

ჩასატარებელი სამუშაოები:

შენობის რეკონსტრუქციისა და მუზეუმად ადაპტაციის შემდეგ, მასში უნდა განთავსდეს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (უწინ ცნობილი, როგორც რომანოვების კანცელარია) დაცული ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექციის ნაწილი. აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისთვის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მუშაობს შენობის დეტალური დიზაინის პროექტის შექმნაზე, რომელიც სამომავლო სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყენება. ჩვენ ვგეგმავთ დიზაინის მომზადებას, რომელიც დაგვეხმარება შენობის ავთენტურობისა და კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნებაში, რაც გულისხმობს მისი სტრუქტურისა და მნიშვნელოვანი ელემენტების მინიმალურ ცვლილებას. ამავე დროს, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ შენობის მუზეუმად ადაპტაციისა და გამოყენების საკითხს, რაც საჭიროებს შეზღუდული შესაძლებლობის პირების ხელმისაწვდომობის, საინჟინრო მოწყობილობების, სახანძრო დაცვის, და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებას. სამუაოების მთავარი პრინციპია შენობის კულტურული მნიშვნელობის და ავტენტურობის მაქსიმალური შენარჩუნება, ინოვაციური მიდგომების გამოყენებაა.

სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპი მოიცავს საკადასტრო დოკუმენტაციის მომზადებას, საიტის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური კვლევების ჩატარებას. მეორე ეტაპის ფარგლებში მომზადდება კავალერიის შენობის რესტავრაციისა და მუზეუმად ადაპტაციის პროექტის ესკიზური ვარიანტი. აღნიშნული პროექტი გაითვალისწინებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოცემულ შენიშვნებს. მესამე ეტაპი მოიცავს სამუშაო პროექტის დეტალური დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც გულისხმობს ადგილმდებარეობის, კომუნიკაციების გეგმას, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო გზებს, საინჟინრო გეგმას, მუზეუმის მაღაზიისა და პატარა არქიტექტრული ფორმების ჩანახატებს, დეტალურ ეკონომიკურ ანალიზთან ერთად. პროექტის სრული ხანგრძლივობაა 10 თვე.

ENG