საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძარი
XII-XVIII სს. ქუთაისი, საქართველო

გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 1994 წელს.

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს რელიგიური და კულტურული   ღირსეშანიშნაობაა, რომელიც დაარსებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს. მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში მონასტერი წარმოადგენდა, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვან რელიგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს, ასევე საუკუნეების განმავლობაში ეს იყო ქართველ მეფეთა სამარხი. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა პერიოდში აგებულ საერო თუ საკულტო დანიშნულების ძეგლებს. მონასტრის მთავარი ნაგებობა ღმრთისმშობლის შობის ტაძარია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით. ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა - დასავლეთ მხარეს სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვდერები XII საუკუნის II ნახევარში აშენდა,  ხოლო სამრეკლო და ორი მცირე ეკლესია - წმ. გიორგისა დიდი ტაძრის აღმოსავლეთით და წმ. ნიკოლოზისა, ორსართულიანი, სულ მცირე სადგომებით - ტაძრის დასავლეთით შენობები უფრო გვიანდელია XIII საუკუნისა. გელათის ანსამბლში მდებარე აკადემიის შენობა, რომელიც მდებარეობა მონასტრის დასავლეთით, აშენდა XII საუკუნეში. ნაგებობის სწორკუთხა გეგმარება გადაურჩა ნგრევას, რომელსაც ჩაუტარდა რესტავრაცია და ამჟამად ღიაა დამთვალიერებლისთვის. აკადემიის შესასვლელი პორტალი მდიდრულად არის მორთული XIV საუკუნის მდიდრული ორნამენტული ქვებით.
გელათის მონასტრის მთავარი - ღვთისმშობლის შობის ტაძარი არქიტექტურული მრავალფეროვნების გარდა, გამოირჩევა მოზაიკური მორთულობითა და სხვადასხვა პერიოდში შესრულებული უნიკალური კედლის მხატვრობით. ფრესკები შესრულებია XII-XIX საუკუნეებში და ნათლად წარმოგვიდგენს ქართული საეკლესიო კედლის მხატვრობის  სტილისტური განვითარების ისტორიას. გელათის კედლის მხატვრობამ შემოინახა საქართველოში უკვე VII საუკუნიდანვე გავრცელებული ფრესკისა და მოზაიკის სინთეზის მაგალითი, კონქში მოცემული ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობლის გამოსახულების სახით, რომელიც საეკლესიო კრებათა ამსახველი ნართექსის ფრესკებთან ერთად გელათის მოხატულობის უძველესი ნიმუშია. XII-XVII საუკუნეების განმავლობაში აქტუალური საგანმანათლებო და კულტურული ცენტრი გამუდმებით ექცეოდა ქტიტორთა ყურადღების ქვეშ, ამან გამოიწვია ის, რომ აქ შემონახული ფრესკები ქართული ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქებსა და სხვადასხვა ხელოვანთათვის სახასიათო ნიშნებს ასახავს. ტაძრის სამხრეთ (XIII-XVI სს.) და ჩრდილოეთ (XVI-XVII სს.) ეკვდერებში შემორჩენილია სახარების სცენები, წმინდა მამებისა და ქართველ მეფეთა პორტრეტები. XVI-XVII საუკუნეებში ხანძრის შემდეგ ტაძრის მთავარი ნაწილები თავიდან მოიხატა. როგორც ზემოთ აღინიშნა, გელათის კედლის მხატვრობაზე ასახულია ყველა ის სტილი, რომელიც XII საუკუნიდან XVII საუკუნემდე არსებობდა აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში: დაწყებული XII-XIII საუკუნეების კლასიკური სტილიდან, XIV-XV საუკუნეების პალეოლოგოსური, XVI-XVII საუკუნეების აკადემიური და „ხალხური სტილის“ ჩათვლით. ეს მიმდინარეობა, რომელიც ერთიანად მთელ XVI საუკუნეს მოიცავს, გამოირჩევა ფორმათა სისადავითა და მიამიტობით, თავისებური სიწრფელით. ყოველივე ეს მათ მაღალმხატვრულ ღირებულებასთან ერთად გელათის კედლის მხატვრობის ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამდენად, მთავარ ტაძარში შემორჩენილი კედლის მოზაიკისა და კედლის ნიმუშები  მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული, არამედ მთელი აღმოსავლეთ ქრისტიანული სამყაროს კედლის მხატვრობის ისტორიაში.

_________________________________________________________________
2016-2017 - გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების ქვის კონსერვაცია
_________________________________________________________________

დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-ს ელჩის დიდი გრანტების პროგრამა


პროექტის პარტნიორები: წამყვანი პარტნიორნი- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მემკვიდრეობა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი; შპს „1+1“, შპს „გორსო“; „იკორთა 2007“.
პროექტის გუნდი: დირექტორი- მაკა დვალიშვილი, პროექტის ადმინისტრაცია: ანა შანშიაშვილი, თამარ კიკნაძე; სამეცნიერო ხელმძღვანელი: კახა ტრაპაიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი ქვის კონსერვაციის მიმართულებით:ნანა კუპრაშვილი, რესტავრატორების ჯგუფის უფროსი: სანდრო რუბაშვილი; რესტავრატორები: სალომე ახალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ელენე თორგვაიძე, გიორგი ნავროზაშვილი, რევაზ ტატიშვილი; თამუნა მელიავა, გიორგი ტრაპაიძე. კონსტრუქტორი და კონსტრუქტორი: გია ხურცილავა, ტარიელ კერვალიშვილი; ხელოვნების მკვლევარი: გიორგი გაგოშიძე.საერთაშორისო კონსულტანტი: ქვის კონსერვაციისა მეთოდოლოგია და მკურნალობა - სტეფანო ვოლტა, სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, ლუგანო.

პროექტის მიზანი და განსახორციელებელი სამუშაოები:
პროექტის მიზანია ტაძრის ეგვდერების და ნართექსის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება. საკონსერვაციო ღონისძიებები მოიცავს: არსებული ბზარების ინექტირებას და ამოვსებას კირის ხსნარით, მორყეული ქვების ფიქსაციას, დეფრაგმენტირებული ქვის კონსოლიდაციას, დაკარგული ნაწილების შევსებას კირხსნარით, ბიოლოგიური დაზიანების მკურნალებას ბიოციდის საშუალებით. და სხვა.

_________________________________________________________________
2015-2017 - გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ყელის და მკლავების ქვის კონსერვაცია
_________________________________________________________________

დამფინანსებელი:
მუნიციპალური განვითარების ფონდი / მსოფლიო ბანკი

პროექტის პარტნიორები: წამყვანი პარტნიორნი- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მემკვიდრეობა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი; შპს „1+1“, შპს „გორსო“; „იკორთა 2007“.
პროექტის გუნდი: დირექტორი- მაკა დვალიშვილი, პროექტის ადმინისტრაცია: ანა შანშიაშვილი, თამარ კიკნაძე; სამეცნიერო ხელმძღვანელი: კახა ტრაპაიძე, სამეცნიერო ხელმძღვანელი ქვის კონსერვაციის მიმართულებით: ნანა კუპრაშვილი, რესტავრატორების ჯგუფის უფროსი: სანდრო რუბაშვილი; რესტავრატორები: სალომე ახალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ელენე თორგვაიძე, გიორგი ნავროზაშვილი, რევაზ ტატიშვილი; თამუნა მელიავა, გიორგი ტრაპაიძე. კონსტრუქტორი და კონსტრუქტორი: გიგა ხურცილავა, ტარიელ კერვალიშვილი; ხელოვნების მკვლევარი: გიორგი გაგოშიძე. საერთაშორისო კონსულტანტი: ქვის კონსერვაციისა მეთოდოლოგია და მკურნალობა - სტეფანო ვოლტა, სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, ლუგანო. პროფ. ალკის პრეპის, პროფ. გეორგიპ კროჩი, ბ-ნი დავიდ მიშელმორი.

პროექტის მიზანია ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის კონსტრუქციული გამაგრება და გუმბათის ყელისა და მკლავების ქვის კონსერვაცია.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სამჲშაოები: გუმბათის ყელის ძირში ლითონის სარტყლის და მონიტორინგის სისტემის მონტაჟი, ქვის საკონსერვაციო სამუშაოები მოიცავდა არსებული ბზარების ინექტირებას და ამოვსებას კირის ხსნარით, მორყეულიქვების გამაგრებას, დაკარგული ნაწილების შევსებას კირხსნარით, ფრაგმენტირებული ქვის კონსოლიდაციას, ბიოლოგიური დაზიანების მკურნალებას ბიოციდის საშუალებით.

_________________________________________________________________
2013-2017 - გელათის ღვთისმშობლის ტაძრის მკლავების გადახურვის რეაბილიტაცია
_________________________________________________________________

დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-ს ელჩის დიდი გრანტების პროგრამა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

პროექტის პარტნიორები: წამყვანი პარტნიორნი- ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი; საქართველოს მემკვიდრეობა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი; შპს „1+1“, შპს „გორსო“; „იკორთა 2007“.
პროექტის გუნდი: დირექტორი- მაკა დვალიშვილი, პროექტის ადმინისტრაცია: ანა შანშიაშვილი, თამარ კიკნაძე; სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუპრაშვილი, რესტავრატორების ჯგუფის უფროსი: სანდრო რუბაშვილი; რესტავრატორები: სალომე ახალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ელენე თორგვაიძე, გიორგი ნავროზაშვილი, რევაზ ტატიშვილი; თამუნა მელიავა, გიორგი ტრაპაიძე. კონსტრუქტორი და კონსტრუქტორი: გიგა ხურცილავა, ტარიელ კერვალიშვილი; ხელოვნების მკვლევარი: გიორგი გაგოშიძე; კერამიკის გადახურვა: მაია გაბადაძე, გენადი ეკიზაშვილის საკუთარი კერამიკის სახელოსნო. საერთაშორისო კონსულტანტი: ქვის კონსერვაციისა მეთოდოლოგია და მკურნალობა - სტეფანო ვოლტა, სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, ლუგანო. პროფ. ალკის პრეპის, პროფ. გეორგიპ კროჩი, ბ-ნი დავიდ მიკელმორე.

პროექტის მიზანი:უზურნველყოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათის და მკლავების გადახურვის რეაბილიტაცია
პროექტის სამუშაოები:გადახურვისთვის გამოსაყენებელი კერამიკული კრამიტის აღდგენა-დიზაინი, რომელიც ეფუძნება გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალას.  არსებული თუნუქის გადახურვის დემონტაჟი გუმბათზე და მკლავებზე;
ქვის კარნიზების კონსერვაცია - არსებული ქვების კონსოლიდაცია, დაკარგული ქვების ჩანაცვლებადა დაკარგული ნაწილების კირ-ხსნარით შევსება; სახურავის რეაბილიტაცია - ხის კონსტრუქციის მოწესრიგება, კირხსნარის გამოყენება  და მთელი პერიმეტრის შევსება მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილებით. გუმბათის ყელის ფანჯრების რეაბილიტაცია

საგანმანათლებლო აქტივობა - პროექტი თანამშროლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის ფაკულტეტთან, და აძლევს საშუალებას სტუდენტებს უფროს თაობასთან თანამშრომლობით უშუალოდ პრაქტიკაში გამოიმუშაონ, გაიღრმავონ და განივითარონ საკუთარი ცოდნა.

___________________________________________________________
2014-2015 - გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ფრესკების დიაგნოსტირება და კონსერვაცია
_________________________________________________________________

დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-სსაელჩო საქართველოში


პროექტის გუნდი: მაკა დვალიშვილი, პროექტის დირექტორი;
ადმინისტრაცია: ანა შანშიაშვილი, თამარ კიკნაძე, ანა ვაშაკიძე, მაია ნათაზე, მალხაზ გელაშვილი (GACC); სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა კუპრაშვილი, რესტავრატორების ჯგუფის უფროსი: სანდრო რუბაშვილი; რესტავრატორები: სალომე ახალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსანდრე თოფურია, ელენე თორგვაიძე, გიორგი ნავროზაშვილი, რევაზ ტატიშვილი; კონსულტანატი: ლადო გურგენაძე

პროექტის მიზანი: გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის მე-16 ს. ფრესკების კონსერვაცია.

განხორციელებული სამუშაოები:
პროექტი განხორციელდა 2 ეტაპად:
I ეტაპი - ლაბორატორიული კვლევა, რომელიც მოიცავდა: ფერწერული ფენის და ბატქაშის ანალიზებს, მარილების იდენტიფიცირებას, ბიოლოგიურ ანალიზებს
II ეტაპი - ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე შემუშავდა ჩასატარებელი საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:ფრესკის ზედაპირის გაწმენდა, მხატვრობის ფენის გამაგრება, ბათქაშის გამაგრება ჰიდრავლიკური ხსნარით, ინექტირება. მარილების მოშორება, ბიოლოგიური დაზიანებების მკურნალობა ბიოციდების საშუალებით.

საგანმანათლებლო აქტივობა - პროექტი თანამშროლობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის ფაკულტეტთან, და აძლევს საშუალებას სტუდენტებს უფროს თაობასთან თანამშრომლობით უშუალოდ პრაქტიკაში გამოიმუშაონ, გაიღრმავონ და განივითარონ საკუთარი ცოდნა.

_________________________________________________________________
2012-2013 - გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვტერისა და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები
_________________________________________________________________

დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-ს საელჩო საქართველოში, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი


პროექტი მიზნად ისახავდა ტაძრის ამ ნაწილში არსებული ფრესკების დაზიანების პროცესის პრევენციას, კერძოდბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებების აღმოფხვრას.
შესრულებული სამუშაოები:
არქიტექტურული სტრუქტურა:
1. არსებული სახურავის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება-გადაწყობა, სრული ფართობით - 48 მ2, რათა ინტერიერი დაცული იქნეს ატმოსფერული ნალექებისგან არქიტექტურული სტრუქტურის დაგეგმილი სრული რეაბილიტაციის განხორციელებამდე;
2. წინა სარესტავრაციო ჩარევისას არქიტექტურის რეაბილიტაციაში გამოყენებული ცემენტის მოხსნა და კირით შეცვლა (10 გრძივი მ.);
4. ცემენტის იატაკის ფენის მოხსნა და კირით მოპირკეთება (24 მ2);
5. სარკმლების ჩასმა (2 სარკმელი სავენტილაციო ღიობით);
კედლის მხატვრობა:
1. წინა სარესტავრაციო ჩარევისას შევსებებსა და ქიმებზე გამოყენებული მასალის _ ცემეტისა და თაბაშირის მოხსნა და კირით შეცვლა.
2. მარილების, პიგმენტებისა და ბილოგიური დაზიანების ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
3. მხატვრობის გაწმენდა მარილებისგან, ხსნადი მარილების მოშორება მექანიკურად.
4. მოხატულობის ბათქაშის კედლიდან მოშორებული ადგილების გამაგრება ჰიდრავლიკური ხსნარით;
5. ბათქაშზე არსებული წვრილი ბზარების ინექტირება;
6. მოხატულობის აქერცლილი/დაფხვიერებული ფერწერული ფენის გამაგრება Aცრყლიც 33"- ით;
7. მოხატულობის მთელი ზედაპირის დამუშავება 2011 წელს შესრულებული ანალიზების შედეგად შერჩეული ბიოციდით Preventol 60

__________________________________________________________________
2003-2004 - გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ნართექსის და ეგვტერების ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა და პირველი რიგის საკონსერვაციო სამუშაოების დაგეგმვა
__________________________________________________________________


დამფინანსებელი:http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Gelati/Images/USLogo.gif
აშშ-ს საელჩო საქართველოში, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი

შესრულებული სამუშაოები:
-არქიტექტურული სტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა;
-ტაძრის ნართექსის და ეგვტერების ფრესკების მიკრობიოლოგიური  დაზიანებების ლაბორატორიული კვლევა;
- სრული   გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა;
- დაზიანებათა მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავება და ბიოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა;

შემსრულებლები, კონსულტანტები და პარტნიორი ორგანიზაციები:  მაკა დვალიშვილი,  გურამ ჭეიშვილი, ნანა კუპრაშვილი, თენგიზ გაბუნია, დარეჯან მრებრიშვილი, ნიკოლოზ ბანცაძე, ქეთი მიქელაძე, ანა შანშიაშვილი, თამუნა კიკნაძე, ეკა პრივალოვას სახელობის მხატვრობის ტეკნიკური კვლევის ცენტრი `ბეთანია`, საქართველო; "Artelab S.r.l."რომი, იტალია, ამირან გოგლიძე, როვენა ქროს-ნაჯაფი, ვენდი კენედი,  მაგდა მაღრაძე, საქართველოს საპატრიარქო, რიჩარდ მაილსი,  ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი, მარია პ. კურუპასი, მორაგ კერსელი

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ძალისხმევით გელათის მონასტერი და აკადემია მსოფლიო მონუმენტების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შეტანილია 2008 წლის 100 გადაუდებელი სამუშაოების ჩასატარებელ ძეგლთა ნუსხაში World MonumentsWatch list

 

 

 

 

ENG