საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

მუზეუმების განვითარების ხელშეწყობის  პროგრამა

ჩაერთე კულტურაში - ქართულ-პოლონური თანამშრომლობა

პროექტის წამყვანი პარტნიორი: ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ (პოლონეთი) დაარსდა კრაკოვში 2010 წ. ასოციაცია დაარსებიდან ყოველწლიურად მართავს საქართველოს კულტურის დღეებს  კრაკოვში.  2013 წელს ასოციაციამ ჩამოაყალიბა საქართველოს კულტურის ცენტრი სადაც მოქმედებს ქართული ენის, ცეკვის, საგუნდო მუსიკის კურსები. აღნიშნულ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ კრაკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტები.  2012 წ. ასოციაცია სამთო ტურიზმის ეროვნულ ასოციაციასა და დუშეთის ადმინისტრაციასთან ერთად განახორციელა ხევსურეთში ტურიზის მიკრო-საწარმოების მხარდაჭერის პროექტი.
პროექტის პარტნიორები:  მოხალისეობის კატოვიცეს რეგიონალური ცენტრი (პოლონეთი), ხელოვნების სართაშორისო ცენტრი (საქართველო), ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ (საქართველო)


დამფინანსებელი:
_________________________________________________________________

ფონდი "განათლება დემოკრატიისთვის", პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პრგრამა "რეგიონი გარდამავალ ეტაპზე" (RITA) ფარგლებში


პროექტის მიზანი
_________________________________________________________________

პროექტი მიზანია საქართველოს მცირე მუზეუმებში მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების უნარების გაძილერება; მოხალისეობის დანერგვის საშუალებით მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა; ორგანიზაციულ დონეზე პოლონურ-ქართული თანამშრომლობის განვითარება

საქმიანობები
_________________________________________________________________

პროექტის ფარგლებში საქართველოს მცირე მუზეუმების წარმომადგენელებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში სასწავლო ვიზიტში სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ პოლონური მუზეუმების გამოცდილებას. ვიზიტის შედეგად მუზეუმებში შემდგომი დანერგვის მიზნით შეიქმნა 6 საგანმანათლებლო/მოხალისეობრივი პროგრამა.

2015 წლის 13 მარტს თბილისი, პოლონეთის ელჩის მისი აღმატებულება ანდჟეი ჩეშკოვსკის პატრონაჟით გაიმართა კონფერენცია სადაც წარდგენილი იყო პროექტის შედეგები და სასწავლო ვიზიტის დროს მირებული გამოცდილება.

 

 

ENG