საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

 

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვა

მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი
VII-XVII სს.სამეგრელო, საქართველო

მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და როგორც ჭყონდიდის საეპიკოპოსოს ცენტრი, XIX საუკუნეში რუსული მმართველობის მიერ ქართული ეკლესიის თვითმწყსობის გაუქმებამდე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შემკულია XIV-XVII სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით, რომლებიც შესრულებულია სველი და მშრალი ტექნიკის კომბინაციით. მარტვილის ტაძარში მრავლადაა წარმოდგენილი ქტიტორების შესანიშნავი პორტრეტები. მარტვილი ქართველ (სამეგრელოს) მეფეთა სამაროვანსაც წარმოადგენდა.

ა) მარტვილის ტაძრის დიაგნოსტიკური კვლევა, საკონსერვაციო ღონისძიებების განსაზღვრა და გადაუდებელი სამუშაოები. 2003-2004
შესრულებული სამუშაოები:
-არქიტექტურული სტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა;
-მიკრობიოლოგიური  დაზიანებების დიაგნოსტიკური კვლევა;
- სრული   გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა;
- დაზიანებათა მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
დამფინანსებელი: http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Martvili/GettyLogo.gif
გეტის საგრანტო პროგრამა
ბ)მარტვილის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია. 2006-2007
შესრულებული სამუშაოები:
-არქიტეტურის მდგომარეობის შესწავლა ;
- ფასადების გაწმენდა, გუმბათის გამაგრება და სახურავის შეკეთებ;ა
- ბზარების  ინექტირება;
- მიმდებარე (ეზოს) ტერიტორიაზე არსებული ქანობების გაზრდა და  ეზოდან ზედაპირული წყლების გადაყვანა;
- ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა

დამფინანსებელი:
საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი

გ) მარტვილის ტაძრის ფრესკების აღდგენა .2006-2008
შესრულებული სამუშაოები:
- ფრესკების მიკრობიოლოგიური დაზიანებების შესწავლა
- ფრესკების კონსერვაცია
- ტენიანობის შესწავლა
- ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა
დამფინანსებელი: http://www.gaccgeorgia.org/CultHeritage/Martvili/GettyLogo.gif
გეტის საგრანტო პროგრამა
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო.

შემსრულებლები, კონსულტანტები და პარტნიორი ორგანიზაციები: მაკა დვალიშვილი, გურამ ჭეიშვილი, დავით გაგოშიძე, ნანა კუპრაშვილი, თემურ გოცაძე, თენგიზ გაბუნია, პაატა ნუცუბიძე, გია ხურცილავა, დარეჯან მღებრიშვილი, ნიკოლოზ ბანცაძე, მზია ჯანჯალია, გეგა პაქსაშვილი, თამუნა კიკნაძე, ანა შანშიაშვილი, იპოლიტო მასარი, მარკ გიტინსი, საბინა ვედოველო, დიმიტრი ტუმანიშვილი,  "Artelab S.r.l."რომი, იტალია, ეკა პრივალოვას სახელობის მხატვრობის ტეკნიკური კვლევის ცენტრი `ბეთანია`, საქართველო;

 

 

ENG