საწყისი გვერდი

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

ევროპა ნოსტრა საქართველო

 

 

კონკურსი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის პრიზის /ევროპა ნოსტრას 2018 ჯილდოს მოსაპოვებლად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2017 წლის 1 ოქტომბერი

ევროკავშირის  კულტურული მემკვიდრეობის პრიზი ევროპა ნოსტრა გახლავთ კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი  ჯილდო, რომელიც გამოავლენს წლის საუკეთესო მიღწევებს კონსერვაციის, კვლევის, სფეროში გაწეული ღვაწლის, განათლების, ტრენინგების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში.

2018 წელს ჯილდო  განიხილება   კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის მიზნების რეკლამირების  ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპული განზომილების პროექტებს რომლებიც ეძღვნება:

  • ევროპის ორი ან მეტი ქვეყნის ორგანიზაციის ან ინდივიდის თანამშრომლობას
  • ევროპული იდენტობის რაობისა და ცნობადობის ან ევროპის სოციალურ სოლიდარობის გაძლიერებას; 

ან/და

  • ევროპული ტრადიციიდან ამომავალი ესტეთიური ღირებულებებისა და სიმბოლური მნიშვნელობების გამდიდრებას და გაღრმავებას. 

დაჯილდოვდება ევროპის მასშტაბით მემკვიდრეობის სფეროს 30 -მდე მიღწევა, რომელთაგან 7 მიიღებს მთავარ ჯილდოს - გრანდ პრიზს, თითოეული €10,000 ოდენობით. ევროპა ნოსტრა ასევე დააჯილდოვებს ონლაინ გამოკითხვით გამოვლენილ   ერთ სახალხო რჩეულს.   
 
გამარჯვებულების საზეიმო  წარდგენა შედგება 2018 წლის ივნისში, ქ. ბერლინში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის სამიტის მთავარ ღონისძიებაზე -   ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ორგანიზებული იქნება   ევროპაში კულტურული მემკვიდრეობის წამყვანი ორგანიზაციის - ევროპა ნოსტრას, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის (SPK) და კულტურული მემკვიდრეობის გერმანული კომიტეტის (DNK) მიერ.

მონაწილეობის პირობები და განაცხადის ფორმები კატეგორიების მიხედვით ხელმისაწვდომია ევროპა ნოსტრას ვებ.გვერდზე.

კონტაქტი:ელენა ბიანკი  Elena Bianchi)
მემკვიდრეობის ჯილდოს კოორდინატორი
ევროპა ნოსტრა
eb@europanostra.org +31 (0) 70 302 40 58

დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 
ევროპა ნოსტრას საქართველოს ოფისს 
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
მის: ნიკო ნიკოლაძის 7 , თბილისი,0108, საქართველო
ტელ: (+995 32) 293 13 35
ელ ფოსტა: info@gaccgeorgia.org


 

 


საქართველო, თბილისი, ნიკო ნიკოლაძის ქ. 7; ტელ.:995 32 931335; ელ.ფოსტა: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center