საწყისი გვერდი

 

ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო
საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი


 

 

 

 

შემოქმედებითი ინდუსტრიები და ხალხური რეწვის განვითარების პროგრამა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მოღვაწეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ხელნაკეთი შემოქმედება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. მისი ყოველი დარგი - ქსოვა, კერამიკა, ხეზე კვეთა, სიუველირო ნაკეთობანი და სხვა გამოირჩევა განსხვავებული და მრავალფეროვანი ტექნიკით. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ქართველ ოსტატებს პრაქტიკულ დახმარებას უწევს მხატვრული ტრადიციების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების საქმეში. პროდუქციის შექმნის, წარმოების, მარკეტინგის დარგში სწავლების და თანამშრომლობის გზით, ცენტრი ცდილობს გაზარდოს ხალხური რეწვის სექტორის ეკონომიკიური სიცოცხლისუნარიანობა.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მონაცემთა ბაზაში 600-ზე მეტი ინდივიდუალური ოსტატი და მცირე საწარმოა. მათ რიცხვში არიან პროფესიონალი ოსტატები, მცირე სტუდიები და სახელოსნოები, მცირე და საშუალო საწარმოები, პატიმრები, უნარშეზღუდული პირები და ა.შ.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ხელს უწყობს ქართული ხალხური რეწვის გამოფენების მოწყობას, მუშაობს საქართველოში ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე; ადგილობრივ მარკეტინგს ანხორციელებს ტრადიციული საშობაო გამოფენების და ხალხური რეწვის საკუთარის სალონის საშუალებით; სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში, რათა გაზარდოს რეწვის პროდუქციის გაყიდვა და რეწვის მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს როგორც ქართული ხალხური რეწვის ექსპორტიორი.

________________________________________

გამოცემები და ღონისძიებები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

რადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი "ეთნოFest". სამიტი ეწყობაბიენალეს პრინციპით ყოველი ლუწი წელიწადის სექტემბრი ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში. სამიტი დაარსდა 2016 წ. ევროკავშირის "investing in People"-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის "ტრადიციული რეწვა საქართველოში - პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის" ფარგლებში.

2015 - პროექტი “ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის” ფარგლებში გამოიცა წიგნი "როგორ ვაქციოთ ტრადიციული რეწვა ბიზნესად" 

2013 - გზამკვლევი ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში

2013 წ. ტრადიციული რეწვის სექტორის კვლევა საქართველოში. იხილეთ დოკუმენტი. კვლევა განხორციელდა ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში,განხორციელებული პროექტის - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის" ფარგლებში.

_________________________________________
განხორციელებული პროექტები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

2020-2023 - ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა დამფინანსებელი ევროკავშირი

2020-2023 - PRO EXTOUR: კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, დამფინანსებელი ევროკავშირი

2020-2023 - ტრადიციული რეწვა 50 წლიდან და ზევით, დამფინანსებელი ერასმუს+პროგრამა

2020-2023 - იუნესკოს მიერ აღიარებული კულტურული სივრცეების ქსელი დამფინანსებელი ერასმუს+პროგრამა

2020-2022 - ერთად - სხვათა კულტურათა ურთიერთგაგებისკენ დამფინანსებელი ერასმუს+პროგრამა

2020-2022 - ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის -  არაფორმალური განათლების პლატფორმა ტრადიციული რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის სფეროს წარმომადგენლებისთვი. დამფინანსებელი  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა

2020-2022 - PRO EXTOUR: კულტურასა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული გამოცდილებითი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, დამფინანსებელი ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგელბში

2020-2021 - პროქტი "ოსტატი". დამფინანსებელი ბრიტანეთის საბჭო

2019-2022 - Crafting Europe. დამფინანსებელი ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა

2019-2020
- თანამედროვე დიზაინი ტრადიციულ რეწვაში. დამფინანსებელი: აშშ საელჩო საქართველოში და თბილისის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურ

2014-2016 - პროექტი “ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური ანვითარებისთვის”  დამფინანსებელი:  ევროკავშირის  Investing in People პროგრამა. პარტნიორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ბრიტანეთის საბჭო

2012-2013 ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (OSF Budapest) მხარდაჭერით განახორციელა პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება" მეორე ეტაპი ვრცლად. . .

2012 წლის -2014 ევროკომისიის ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" (ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი) ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელა პროექტი - ,,შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის გაძლიერება აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში: ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის". პროექტი ეხებოდა შემოქმედებითი ინდუსტრიების, კერძოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული რეწვის განვითარების ხელშეწყობას ზემოხსენებულ ქვეყნებში.

იანვარი-თებერვალი, 2011 - ხსც-მ მოიპოვა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის (OSF Budapest) გრანტი პროექტის "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება" განხორციელებისთვის. (პროექტის პრეზენტაცია - 25 მარტი, 2011 ქ. დუშეთი). ვრცლად. . .

10 დეკემბერი, 2010 - ხსც-მ მოიპოვა  საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის  გრანტი  სასუვენირო/სასაჩუქრე პროდუქციის ახალი ხაზის შესაქმნელად, რომელიც ითვალისწინებდა ისტორიული თემატიკის მიხედვით შესრულებული  სუფრის აქსესუარების - ექვსი ახალი პროდუქტის შექმნას.

2009 წლიდან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტები არიან `ევროპის რეკონსტრუქციისა და ბიზნეს განვითარების  საკონსულტაციო მომსახურების (EBRD BAS)  პროგრამის კონსულტანტები.


2010 წლის 11 ივნისს
ხსც-მ  EBRD BAS -ის ფინანსური მხარდაჭერით და დუშეთის რეგიონში რეგისტრირებული არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის `საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ცენტრის`დაკვეთით განახორციელა კვლევა, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებული სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზს. პროექტის მიზანია ხალხური რეწვის პროფილის ადგილობრივი - დუშეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ქალთა ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივების შეფასება და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც ორგანიზაციას დაეხმარება შემდგომი საქმიანობის მენეჯმენტსა და მდგრადი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში, ხელს შეუწყობს დუშეთის კულტურის ორგანიზაციების და ხალხური რეწვის ცალკეული ოსტატების, განსაკუთრებით კი რაიონის დიასახლისი ქალების დასაქმებას. იხილეთ დოკუმენტი

2009, აპრილი  - 2010, მარტი- შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საქართველოსა და სომხეთში და ბიზნეს-მენეჯმენტისა და მარკეტინგის ბრიტანული გამოცდილების გაზიარება -   ბრიტანეთის საბჭოს შემოქმედებითი თანამშრომლობის პროგრამა

26-27 მაისი, 2005 - შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება - შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან -  სამუზეუმო სუვენირების და ხალხური რეწვის ნიმუშების თემაზე -  UNESCO-ს მოსკოვის ოფისის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის და მოლდოვეთის რესპუბლიკებისა  და რუსეთის ფედერაციისთვის, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის და ფონდი ` ღია საზოგადოება ბუდაპეშტი~ -ს თანამშრომლობით.

2002 - კულტურული მემკვიდრეობა, ხალხური რეწვა, კულტურული ტურიზმი და სიღარიბის დაძლევა საქართველოში,
მსოფლიო ბანკის კონკურსის ` Development Marketplace – 2002`-ის ფინალისტი

2002 - სამუზეუმო ასლების ხაზის შექმნა `
Philip Morris/ATA -ს წარმომადგენლობა საქართველოში

2000-2001 - "ხალხური რეწვის ექსპორტის განვითარება დაფუძნებული ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ბიზნეს ტრენინგსა და მარკეტინგზე",
GEPA/GTZ

2000 - "ქართველი პატიმრების დასაქმება ხალხური რეწვის ბაზაზე", -
Know How Fund

1998-1999 -"ქართული ტრადიციული რეწვის განვითარება და მარკეტინგი"-
ევრაზიის ფონდი

1997-1998 - "ქართული ხალხური რეწვის განვითარება",-
Save the Children/USAID

 

ENG

პროგრამა მიმდინარეობს
1996 წლიდან

_____________________
მიზნები და ამოცანები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __

-შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება საქართველოში
- ხალხური რეწვის ოსტატთა, მცირე და საშუალო საწარმოთა ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესება
-შემოქმედებითი ინდუსტრიების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
-ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების დაცვა, აღორძინება და განვითარება
- ადგილობრივი ბაზრის განვითარება
-საერთაშორისო ბაზარზე გასვლა
-შემოქმედებითი ინდუსტრიების პროპაგანდა

_____________________
გამოფენები და ბაზრობები
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __

2013, 2004, 2002, 1998 -  “Artigiano del Fiera”, მილანი, იტალია;
2007 - აღმოსავლეთის საერთაშორისო საიუველირო გამოფენა "Emerald", თბილისი, საქართველო (ოქროს მედალი და დიპლომი საუკეთესო ჩვენებისთვის);
2005, 2006 -  “Museum Expression” პარიზი, საფრანგეთი;
2005, 2002, 1996 - ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენა, ნიუ-იორკი, აშშ;
2004 -კონფერენცია და  `EXPO-2004`, სამუზეუმო მაღაზიების ასოციაცია, აშშ;
2001 -  “Tendence”, ფრანკფურტი, გერმანია;
2001 - სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის ექსპორტის შესაძლებლობების გამოფენა JETRO-ს თანადგომით, ტოკიო,  იაპონია;
2000, 1999 - ხალხური რეწვის ოსტატთა მეორე და მესამე შეხვედრები, ბასანო დელ გრაპა, იტალია;
1999 – EURO ART-99, მადრიდი, ესპანეთი;
1998 - ევროპელი და ლათინოამერიკელი ოსტატების პირველი სამიტი, სარაგოსა, ესპანეთი;
1998 - დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
1997 - დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ტაბახმელას საერთაშორისო კომპლექსი, საქართველო;
1997 - დეკორატიულ- გამოყენებითი ხელოვნების და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, გუდაურის სპორტკომპლექსი, საქართველო.

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center