საწყისი გვერდი   

"ისტორიალი”-ს შესახებ

ისტორიული მოტივები

ტრადიციული რეწვა

 

წიგნები / ღია ბარათები

კონტაქტი

ორგანიზაციის საწყისი გვერდი


ISTORIALI - GACC Brand of High
Quality Georgian Cultural Gifts!

 

ისტორიალი გთავაზობთ ქართული ოქრომჭედლობის უძველესი და უნიკალური ნიმუშების მიხედვით შექმნილ  სამკაულის და მცირე პლასტიკის,  კერამიკის და ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშების ფართო არჩევანს.
“ისტორიალი”-ს  სალონში წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით შექმნილი კოლექციის საშუალებით გაეცნობით საქართველოს მდიდარ წარსულს და მრავალფეროვან კულტურულ მემკვიდრეობას;  სამკაულის განვითარების ისტორიას საქართველოში ხუთი ათასი წლის მანძილზე.
სალონში  წარმოდგენილი   სამკაულის, მცირე პლასტიკის და კერამიკის ნიმუშები შექმნილი და მხატვრულად გადამუშავებულია  "ისტორიალი"-ს მიერ  საქართველოს ტერიტორიაზე - არმაზისხევის, სამთავროს, ახალგორის,  ვანის, ფიჭვნარის, შილდის, მელაანის, ბედენის და ა.შ. -არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, რომელთა ორიგინალები დათარიღებულია ძვ.წ. XXV   - ახ.წ. V საუკუნეებით.
კოლექცია  თანდართული  გამოფენებით მრავალჯერ  წარსდგა  მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქების - ფლორენციის, პარიზის, ლუქსემბურგის, ბრიუსელის, ნიუ იორკის, ვაშინგტონის, ოსტინის სამხატვრო  გალერეებსა თუ  სალონებში,  საერთაშორისო ბაზრობებსა თუ სასაჩუქრე ჩვენებებზე.
"ისტორიალი" ასევე გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მხატვრების და ხალხური რეწვის  ოსტატების მიერ შესრულებულ ტრადიციული რეწვის  - ტექსტილის, ნაქარგობის, ხეზე კვეთის, კერამიკის, თოჯინების,  ტრადიციული სამოსელის და აქსესუარების, წიგნების და ღია ბარათების  მრავალფეროვან კოლექციას.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"  15 წლიანი გამოცდილებით, წამყვანი ორგანიზაციაა შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში. იხილეთ ვრცლად. . .

მისამართი: ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო;
ტელ: (995 32)  2931335, ფაქსი: (995 32)  2921335
e-mail: gacc@gaccgeorgia.org  crafts@gaccgeorgia.org
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 11.00-18.00, შაბათი - 12.00-18.00

იხილეთ მდებარეობა რუკაზე

 

მისამართი: ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო;
ტელ: (995 32)  2931335, ფაქსი: (995 32)  292133; 5 e-mail:  crafts@gaccgeorgia.org
© ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "ისტორიალი"