საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტ.მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


ისტორიალი



 

ENG

 

 

2021 წლის ღონისძიებები

_____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი წარმოგიდგენთ წარმოგიდგენთპროგრამის ვიდეო სახელმძღვანელოს.
პროგრამა განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროექტის Crafting Europe მხარდაჭერით.

__________________

წარმოგიდგენთ Crafting Business საქართველოს პროგრამის მონაწილეებს.
პროგრამა განხორციელდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროექტის Crafting Europe მხარდაჭერით.

__________________

2021 წლის 11 დეკემბერი. ტრადიციული რეწვის განვითარები პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა, კონფერენცია და გამოფენა.
მდებარეობა: MOMA თბილისი ზურაბ წერეთელი

_______________

2021 წლის 26 ნოემბერი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა პროექტი „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობის THC“ ფარგლებშიჩაატარა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „შემოქმედებითი ტურიზმის განვითარება რეგიონში“. THC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით.

________________

2021 წ. 8 ნოემბერი - სახელოსნო White Studios-ში კერამიკული პროდუქციის წარმოების შესწავლის კურსის მონაწილეები გახდენენ დათა ცინცაძე, თინათინ ბულაშვილი და ია იმერლიშვილი. პროგრამა ხორციელდება როექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ (Future Workforce for Crafts Industry) ფარგლებში, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.

_________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კერამიკის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, დამწყები კერამიკოსებისთვის, კერამიკის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის, მათთვის, ვისაც აქვს საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, აცხადებს ორთვიან სასწავლო კურსს კერამიკული პროდუქციის წარმოების შესწავლაზე კერამიკის სახელოსნო White Studio-ში.
პროგრამა ხორციელდება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ (Future Workforce for Crafts Industry) ფარგლებში, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. განაცხადების შევსების ვადა - 2021 წლის 25 სექტემბრი. იხილეთ სრულად.

______________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი დიზაინის, რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყები მეწარმეებისთვის აცხადებს კონკურსს „პროფესიული გამოცდილების პროგრამა "CRAFTING BUSINESS“-ში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა ბმულზე. იხილეთ გამოცხადების სრული ტექსტი

_____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, მისი პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ (THC) ფარგლებში აცხადებს იდეების კონკურსს - შემოქმედებითი ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციური სტარტაპები. მონაწილეობისთვის ვიწვევთ ადგილობრივი ტურიზმის, გასტრონომიის, ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის წარმომადგენლებს, ხალხური რეწვის ოსტატებს, ღონისძიებების ორგანიზატორებს, აღნიშნულ სფეროებში ბიზნესის დაწყების მსურველებს და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სხვა პირებს/ორგანიზაციებს, იდეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა. განაცხადების მიღების ვადა: 27 სექტემბრისა 2021
_________________________

ნომინაციები მიღება განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა 2022-ში. პროგრამა ხორციელდება ევროპა ნოსტრას მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობაში და ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. განახდების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 სექტემბერი (23:59 CET). იხილეთ განაცხადის სრული ტექსტი, გადმოწერეთ ნომინაციის ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ევროპა ნოსტრას ვებ.გვერდს.

_____________________

2021 წლის 1, 2, 7 და 8 ივლისს ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე თემაზე: „ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პროდუქციის ექსპორტი“. ტრენინგები განკუთვნილი იყო რეწვის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე მეწარმეებისთვის. პროგრამა წარმოადგენს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ნაწილს, რომელიც ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის პროექტის Crafting Europe-ის ფარგლებში (2020-2021).

___________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 21 ივნისიდან 9 ივლნისის ჩათვლით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს იწვევს შემდეგ ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად:
1. შემოქმედებითი ტურიზმი - 21, 22, 24, 25 ივნისი
2. კულტურული პროდუქტი ტურიზმის ინდუსტრიისთვის - 28, 29 ივნისი, 1, 2 ივლისი

3. მეწარმეობა - 5, 6, 8, 9 ივლისი
იხილეთ სრული ინფორმაცია ყველა ტრენინგთან დაკავშირებით  https://bit.ly/2SjhiNE

___________________

25.05.2021 - ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის
პროაქტიული
კონსერვაციის და მონიტორინგის სისტემის პროექტმა
ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.
იხილეთ სრული პრეს რელიზი. ეწვიეთ ევროპა ნოსტრას გვერდს.

____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი 17 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს იწვევს შემდეგ ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად:
1. შემოქმედებითი ტურიზმი - 17,18,20,21 მაისი
2. კულტურული პროდუქტები ტურიზმისთვის - 24, 25, 27, 28 მაისი იხილეთ ამ ტრენინგის ინფორმაიცა
3. მეწარმეობა - 31 მაისი, 1, 3,4 ივნისი
იხილეთ სრული ინფორმაცია ყველა ტრენინგთან დაკავშირებით 
იხილეთ პრეს-რელიზი
მსურველებმა 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://bit.ly/2S1FoMq

____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი პროექტის ახალი შესაძლებლობებ რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის ფარგლებში რეწვის დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყებ მეწარმეებს იწვევს  4- დღიან ონლაინ ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების თემაა ინტელექტუალური საკუთრება ტრადიციული რეწვის ბიზნესთან მიმართებაში განაცხადების მიღების ვადა იწურება 2021 წლის 30 აპრილს. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით  ბმულს

____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიი  განვითარებისთვის“ ფარგლებში რეწვის,  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და ხელნაკეთი პროდუქციის სფეროში მომუშავე დამწყებ მეწარმეებს იწვევს 4-დღიან ონლაინ ტრენინგებზე მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების თემაა: „საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო საკითხები ტრადიციული რეწვის ბიზნესისთვის“. განაცხადების მიღების ვადა იწურება 2021 წლის 20 აპრილს. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

____________________

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სამკაულის, ლითონის დეკორატიული პლასტიკის დამომიჯნავე სპეციალობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის აცხადებს ორთვიან სასწავლო კურსს ლითონის პროდუქციის წარმოების ჩამოსხმის წესით შესწავლაზე.პროგრამა ხორციელდება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 მარტი. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს

____________________

 

10.01.2021 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი პროექტის „ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“ ფარგლებში სახელოვნებო სფეროს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სასაჩუქრე პროდუქციის განვითარების და მარკეტინგის მიმართულებით. განაცხადების მიღების ვადა იწურება 2021 წლის 25 იანვარს. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს

____________________

 

4.01.2021 - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მიმდინარე პროექტის ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედება, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერითიძიებს საკონსულტაციო მომსახურებას ადგილობრივი ტურიზმისა და კულტურის სექტორში ჩართული პირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ განცხადების სრული ტექსტი და ტექნიკური დავალება.

 

ნიკო ნიკოლაძის ქ.#7. თბილისი, საქართველო; ტელ: (995 32)  931335, ფაქსი: (995 32)  921335; e-mail: gacc@gaccgeorgia.org
©Georgian Arts & Culture Center