საწყისი გვერდი


ჩვენს შესახებ


შემოქ. ინდუსტრია
& ხალხური რეწვა


კულტურული
მემკვიდრეობა


ქართული კულტ.
კვლევის საერთ.
ინიციატივა


საგალერეო საქმიანობა


გალერეა/სალონი
ისტორიალი

 

 

 

________________________________________

მრგვალი მაგიდა თემაზე - „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის“
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

მრგვალი მაგიდა თემაზე - „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის“ გაიმართა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის „კულტურა მნიშვნელოვანია“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა საქართველოში კულტურის სფეროში არსებული პრობლემების ეკონომიკურ ჭრილში განხილვას. შეხვედრაზე წარიმართა მსჯელობა კულტურის კავშირზე სოციალურ თუ ეკონომიკურ სფეროებთან, და კულტურის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე.

ცნება „კულტურის ეკონომიკა“ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და დანერგილი, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ადგილობრივი მდიდარი კულტურული რესურსის ეფექტურ გამოყენებას. მეტიც, საქართველოს რეალობაში კულტურა აღიქმება როგორც მხოლოდ დოტაციური სფერო და, სამწუხაროდ, უმრავლესობის გაგებით მძიმე დანამატად აწვება ბიუჯეტს, მაშინ როდესაც, მსოფლიოში კულტურა უკვე მრავალი წელია წარმოებასთან თუ სოფლის მეურნეობასთან ერთად განიხილება როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წარმმართველი რესურსი. ამ ფაქტს ადასტურებს საერთაშორისო კვლევები, მშპ-ის პროცენტული მონაცემები და სამეცნიერო პუბლიკაცები.

საუბრები თემაზე „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის“ არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოში კულტურისა და ეკონომიკის სფეროების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობის და მნიშვნელობის წარმოსაჩენად.
შეხვედრაზე კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალები ერთ სივრცეში ისაუბრებენ კულტურისა და ეკონომიკის ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა:

კულტურის სფეროს გამოწვევები ეკონომიკურ ჭრილში - მაკა დვალიშვილი მოდერატორი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი

კულტურის ეკონომიკა - საერთაშორისო გამოცდილება, კონვენციები და პროგრამები - ნატო ცინცაბაძე, ICOMOS საქართველო, გენერალური მდივანი

საქართველოს ეკონომიკაში კულტურის ინტეგრაციის შესაძლებლობები, ირაკლი ყიფიანი, გიორგი პაპავა, ეკონომისტები

სახელმწიფოს ხედვა კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირზე - ანა რიაბოშენკო, სსიპ “შემოქმედებითი საქართველოს” ხელმძღვანელი

ეკონომიკაში კულტურის როლის წარმატების წინაპირობები - გერმანული გამოცდილება - პროფესორი ოლივერ რაისნერი, ხელოვნების და მეცნიერების სკოლა, ჟან მონეს კათედრა, ევროპული და კავკასიური კვლევები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

7, Niko Nikoladze str. Tbilisi, 0108, Georgia; Tel.:995 32 931335; Fax:995 32 921335 e-mail: gacc@gaccgeorgia.org

©Georgian Arts & Culture Center