BIOSUSTAIN
შავი ზღვის აუზის ბიომრავალფეროვნების დაცვა ტრადიციული ცოდნისა და ინოვაციის გზით

 

განხორციელების პერიოდი: 2026-2027
დამფინანსებელი:  ევროკავშირის შავი ზღვის აუზის Interreg NEXT პროგრამა

პროექტის ლიდერი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო)
პროექტის პარტნიორები: ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი (ბულგარეთი) და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

BIOSUSTAIN-ის მიზანია შავი ზღვის აუზის (BSB) ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა და აღდგენა ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნის ინოვაციური გამოყენების გზით. პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ბიომრავალფეროვნების დაცვაში და ბუნებრივ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკური მოდელების განვითარებას.

BIOSUSTAIN-ის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებში განხორციელდება:
• პილოტური კვლევები
• შემუშავდება ტრადიციული ცოდნის გამოყენების ინოვაციური მეთოდები სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ სექტორში (ტრადიციულ რეწვაში, კულინარიასა და მედიცინაში)
• გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობები ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების ეფექტური დაცვისთვის.

პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზოგადოების ინფორმირებას ტრადიციული ცოდნის მნიშვნელობისა და ადგილობრივი საზოგადოების როლის შესახებ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროცესში.