ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კულტურის ენთუზიასტების ჯგუფმა 1995 წელს დააარსა, რათა ხელი შეეწყოთ საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ საქართველოში კულტურის სექტორის აღდგენის და განვითარებისთვის. მას შემდეგ ცენტრის მოღვაწეობა ეძღვნება სექტორის რეაბილიტაციას, ახალი კონცეფციების დანერგვას და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს ჰყავს ერთი შვილობილი ორგანიზაცია - სოციალური საწარმო ისტორიალი. ასევე, მხატვრული რეწვის სექტორის ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით, მან დააფუძნა საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, რომელიც ამჟამად მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია.
ცენტრი არის ხატვრული რეწვის საბჭო-ევროპის წევრი, იუნესკოს 2003წ. კონვენციის აკრედიტირებული ა(ა)იპ.
შემოქმედებითი ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება კულტურულ მემკვიდრეობას და განმტკიცებულია ინოვაციით და ახალი ტექნოლოგიებით დღევანდელი საზოგადოების მდგრადი განვითარების რეალურ გზას წარმოადგენს.
მეტი
პროექტი
მეტი
გამოფენა
მეტი
კონფერენცია
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მოქმედების სფეროა საქართველოს მთელი ტერიტორია, თუმცა ცენტრს აქვს რეგიონალური პროექტების გამოცდილებაც. მისი ძითადი საქმიანობა მოიცავს: