ევროპა ნოსტრა საქართველოს შესახებ

ჩვენ ვართ კულტურული მემკვიდრეობის ხმა ევროპაში.


ევროპა ნოსტრა  - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პან-ევროპული ქსელია,  რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ერთად ჩვენ ვქმნით ძლიერ პლატფორმას რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და დებატებს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსაკუთრებული მიღწევების გაზიარებას, საფრთხის ქვეშ მყოფი ნაგებობების, ძეგლების და ლანდშაფტების დაცვის კამპანიებს, მდგრადი პოლიტიკის და მაღალი სტანდარტების დანერფვას.
საქართველო ევროპა ნოსტრას ქსელს 2016 წელს შუერთდა, 2018 წელს კი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი საართველოში ევროპა ნოსტრას ოფიციალური წარმომადგენლობა გახდა.

ევროპა ნოსტრა საქართველოს მისიაა: *კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე ქართული ორგანიზაციებისა და ინდივიდების ევროპა ნოსტრას ქსელში გაერთიანების ხელშეწყობა; * ქართული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ევროპულ კონტექსტში წარმოჩენის ხელშეწყობა; * კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ევროპული სტანდარტების და პოლიტიკის დანერგვა საქართველოში; *საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გამოვლენა და ევროპა ნოსტრას „საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის“ პროგრამაში წარდგენის ხელშეწყობა; *ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოს / ევროპა ნოსტრას ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების წარსადგენად განმცხადებლებისთვის დახმარების და კონსულტაციების გაწევა;

საქმიანობა

ევროპული მემკვიდეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო

ევროპული მემკვიდეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იმართება ევროპა ნოსტრას მიერ. კონკურსის მიზანია გამოავლინოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის, დაცვის საუკეთესო პრაქტიკა, ხელი შეუწყოს ევროპაში გამოცდილების გაზიარებას, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ევროპული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და კარგი მაგალითების მეშვეობით წაახალისოს მოწინავე ინიციატივები.
 
 
 

Read More

საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა
 

საფრთხის ქვეშ ყოფი 7 ძეგლის პროგრამა ევროპა ნოსტრამ დამფინანსებელ პარტნიორ - ევროპულ საინვესტიციო ბანკთან ერთად 2013 წლის იანვარში დააარსდა. პროგრამას პროექტის "ევროპული კულურული მემკვიდრეობის აგორა" მეშვეობით ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
 
 
 
 
 
 
 
 
 

Read More

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის აგორა
 

ქსელური პროექტს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის აგორა: "ევროპის საზოგადოებრივი მოძრაობის გაძლიერება მემკვიდრეობისთვის" (2022-2024) ევროპა ნოსტრა ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია კულტურული და მემკვიდრეობის ეკოსისტემების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის მართვის ხალხზე ორიენტირებული მიდგომის ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის ჩვენი ეკონომიკისთვის, საზოგადოებისა და გარემოსთვის მრავალრიცხოვანი ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

Read More