პროგრამა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა 1996 წამოიწყო. იგი ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს:
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (აკმ) მიმართულების ძირითადი ფოკუსი ტრადიციული რეწვაა, თუმცა ის აკმ-ს სხვა ტრადოცებსაც მოიცავს, მაგალითად პოლიფონიას, კულინარიას ა.შ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის 2003 წლის კონვენციის აკრედიტებული NGO და შესაბამისად თავის საქმიანობას კონვენციის პრინციპებით წარმართავს.
საქართველოს მუზეუმების მხარდასაჭერად ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ძალისხმევა რამდენიმე პრიორიტეტს მიცავს. ესენია: ნაკლებად ცნობილი მუზეუმების კოლექიების პოპულარიზაცია; მუზეუმების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული კომერციულად მომგებიანი პროდუქციის ხაზების განვითარება და მარკეტინგი; და მუზეუმების ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ცენტრის ორგანიზებით მოეწყო სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებისადმი მიძღვნილი გამოფენა,დაარსდა სამუზეუმო მაღაზიები და ა.შ.
ეს მიმართულება მოიცავს ძეგლებისა და ფრესკების ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლას, შესაბამისი საკონსერვაციო საჭიროებების განსაზღვრას და მათ განხორციელებას. ცენტრი მუშაობს აღნიშნული კვლევებისა და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის სახსრების მოძიებაზე, უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო რესტავრატორების ჩართვას ფიზიკური სამუშაოების განხორციელებაში. ამავდროულად, ცენტრი მხარს უჭერს ახალგაზრდა სპეციალისტების შესაძლებლობების განვითარებას და აძლევს მათ საშუალებას ჩაერთონ მიმდინარე პროექტებში.
2006 წელს საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს და Conservazione Beni Culturali-ს, (რომი, იტალია) ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის პროექტისთვის მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის ჯილდო /ევროპა ნოსტრას მედლი კატეგიაში არქიტექტურული მემკვიდრეობს.