ტრადიციული საცხოვრისების აღორძინება კავკასიაში (CTBR)

      
 
   

განხორციელების პერიოდი: 2024–2025
დამფინანსებელი: ევროკავშირის და ALIPH Foundation-ის თანადაფინანსებით მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის ევროპული ჰაბის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით

პარტნიორები: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, საქართველო - წამყვანი პარტნიორი; ქსელი კავკასია დროში (Caucasus Through Time Network) - პარტნიორი.

საპილოტე პროექტი „კავკასიური ტრადიციული მშენებლობის აღორძინება“ (CTBR) მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში ტრადიციული არქიტექტურის პოპულარიზაციას და მდგრადი მასალების, როგორიცაა თიხა და ხე, გამოყენების წახალისებას. პროექტის ამოცანა იყო რეგიონული თანამშრომლობის, კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობა და ტრადიციულ საცხოვრებლებში ცხოვრების ნორმალიზება. მისი ხედვა გულისხმობდა ევროპული მდგრადი მეთოდოლოგიების ინტეგრაციას და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო ტრადიციული არქიტექტურის კვლევის წახალისება, ასევე მის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ძირითადი აქტივობები მოიცავდა ვებინარს ტრადიციული არქიტექტურის შესახებ, მცირე კვლევითი პროექტის განხორციელებას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) და ორ დღიან კონფერენციას.