ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა გორის და დუშეთის მუნიციპალიტეტების მხატვრული რეწვის ოსტატებისთვის
განხორციელების პერიოდი: 2024
დამფინანსებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის მცირე გრანტების პროგრამა
პროექტი ემსახურება ამ ორ რეგიონში მცხოვრები ოსტატების ეკონომიკურ მდგრადობასა და
მათ სოციალურ ინტეგრაციას და შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებას. ამ მიზნით
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გორის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები
ოსტატებისთვის პროდუქციის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგებისა და
ვორქშოფების ჩატარება და მენტორინგი, პროექტი ასევე ითვალისწინებს პროექტის
ბენეფიციარების მონაწილეობას მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის V
საერთაშორისო სამიტში „ეთნოფესტი 2024“. გარდა ამისა, პროექტის შედეგად, შეიქმნება
საქართველოს ამ ორ რეგიონში არსებული სახელოსნოების ახალი ტურისტული
მარშრუტები და განთავსდება ვებგვერდზე – www.TourNdo.com