განხორციელების პერიოდი: 2006-2007
დამფინანსებელი: საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი
ძეგლის შესახებ:მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და როგორც ჭყონდიდის საეპიკოპოსოს ცენტრი, XIX საუკუნეში რუსული მმართველობის მიერ ქართული ეკლესიის თვითმწყსობის გაუქმებამდე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შემკულია XIV-XVII სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით, რომლებიც შესრულებულია სველი და მშრალი ტექნიკის კომბინაციით. მარტვილის ტაძარში მრავლადაა წარმოდგენილი ქტიტორების შესანიშნავი პორტრეტები. მარტვილი ქართველ (სამეგრელოს) მეფეთა სამაროვანსაც წარმოადგენდა.
განხორციელებული სამუშაოები:
- არქიტეტურის მდგომარეობის შესწავლა;
- ფასადების გაწმენდა, გუმბათის გამაგრება და სახურავის შეკეთება;
- საპირე ქვების ბზარების ინექტირება;
- მიმდებარე (ეზოს) ტერიტორიაზე არსებული ქანობების გაზრდა და ეზოდან ზედაპირული წყლების გადაყვანა;
- ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა