მარტვილის ტაძრის ფრესკების კონსერვაცია

   

განხორციელების პერიოდი: 2006-2008
დამფინანსებელი: გეტის საგრანტო პროგრამა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო

ძეგლის შესახებ:მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და როგორც ჭყონდიდის საეპიკოპოსოს ცენტრი, XIX საუკუნეში რუსული მმართველობის მიერ ქართული ეკლესიის თვითმწყსობის გაუქმებამდე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შემკულია XIV-XVII სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით, რომლებიც შესრულებულია სველი და მშრალი ტექნიკის კომბინაციით. მარტვილის ტაძარში მრავლადაა წარმოდგენილი ქტიტორების შესანიშნავი პორტრეტები. მარტვილი ქართველ (სამეგრელოს) მეფეთა სამაროვანსაც წარმოადგენდა.

განხორციელებული სამუშაოები:

- ფრესკების მიკრობიოლოგიური დაზიანებების შესწავლა
- ფრესკების კონსერვაცია
- ტენიანობის შესწავლა
- ფოტო და გრაფიკული დოკუმენტაციის შედგენა