განხორციელების პერიოდი: 2003-2004
დამფინანსებელი: გეტის საგრანტო პროგრამა
ძეგლის შესახებ: მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და როგორც ჭყონდიდის საეპიკოპოსოს ცენტრი, XIX საუკუნეში რუსული მმართველობის მიერ ქართული ეკლესიის თვითმწყსობის გაუქმებამდე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შემკულია XIV-XVII სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით, რომლებიც შესრულებულია სველი და მშრალი ტექნიკის კომბინაციით. მარტვილის ტაძარში მრავლადაა წარმოდგენილი ქტიტორების შესანიშნავი პორტრეტები. მარტვილი ქართველ (სამეგრელოს) მეფეთა სამაროვანსაც წარმოადგენდა.
განხორციელებული სამუშაოები:
-არქიტექტურული სტრუქტურის მდგომარეობის შესწავლა;
-მიკრობიოლოგიური დაზიანებების დიაგნოსტიკური კვლევა;
- სრული გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა;
- დაზიანებათა მკურნალობის მეთოდოლოგიის შემუშავება.