ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები

   

განხორციელების პერიოდი: 2009
დამფინანსებელი: პრინც ლაუსის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სწრაფი რეაგირების პროგრამა

ძეგლის შესახებ:ნიქოზი ქართლის რეგიონში ერთ-ერთი უძველეს საეპისკოპოსო რეზიდენციას წარმოადგენს. ისტორიული წყაროების მიხედვით ნიქოზის ეპარქია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება. ნიქოზის ეკლესია მეფე ვახტანგმა ზოროასტრული ტაძრის ადგილზე ააგო მე -5 საუკუნეში. ნიქოზის საკატედრო ტაძარი რაჟდენ პირველმოწამის უკანასკნელ განსასვენებლად ითვლება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ნიქოზის ეპარქია საკმაოდ ვრცელი იყო, მასში შედიოდა კავკასიის ქედის, ქსნის მთებში და ზემო რაჭა. ნიქოზის ეპარქიის დაარსება რეგიონში გავრცელებული ზოროასტრიზმის ჩანაცვლებას და მთიან რეგიონებში ქრისტიანობის გავრცელებას ისახავდა მიზნად. ნიქოზის სამონასტროკომპლექსში შედის ამაღლების მთავარი ტაძარი (მე -5- მე -16 ს), სამრეკლო, (მე-9- მე -10 სს), ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. საეპისკოპოსო სასახლე შუასაუკუნეებიდან შემორჩენილი სასახლის არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია.

პროექტის წინაპირობა: ნიქოზის სამონასტო კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, მდ. ლიახვის ხეობაში, ცხინვალიდან 2 კმ-ში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების პერიოდში კომპლექსი საომარი მოქმედებების არეალში აღმოჩნდა და მძიმე დაზიანება განიცადა. კერძოდ, 10 აგვისტოს დაიბომბა და დაიწვა IX-X სს. საეპისკოპოსო სასახლე. საეპისკოპოს სასახლის მდგონარეობა მოითხოვდა დაუყოვნებლივ ქმედებებს ძეგლის შემდგომი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად და შემდგომში სრულყოფილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებლად. პროექტი მიზნად ისახავდა საეპისკოპოსო სასახლის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, არსებული მდგომარეობის სტაბილიზაციის და შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.

განხორციელებული სამუშაოები:

1. ძეგლის გაწმენდა ხანძრით დაზიანებული, შემორჩენილი ხის ელემენტებისგან;
2. ხანძრით დაზიანებული ქვისა და აგურის წყობების გადაწყობა;
3. სახურავის ხის კონსტრუქციების მოწყობა;
4. ხანძრით დეფორმირებული ლითონის კოჭებისგამაგრება;
5. სართულშუა გადახურვის მოწყობა;
6. მეორე სართულის გადახურვის და მანსარდის იატაკის მოწყობა;
7. ხის აივნების აღდგენა;
8. სახურავისა და აივნების დროებითი გადახურვა;
9. ხის ელემენტების ანისეპტიკური სხნარით დამუშავება, შეღებვა;
10. გრაფიკული და ფოტო-დოკუმენტაციის შედგენა.

სამუშაოების დროს განხორციელდა არქეოლოგიური კვლევაც. სასახლის პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, რომელტაგან განსაკუთრებული არნიშვნის ღირსია მოჭიქული კერამიკის ნაშთები.