განხორციელების პერიოდი: 2023–2024
დამფინანსებელი: ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა
პარტნიორები: ლატერნა მაჯიკა, უნგრეთი - წამყვანი პარტნიორი, გდანსკის ეროვნული მუზეუმი, პოლონეთი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, საქართველო, კარნიცას ინსტიტუტი, სლოვენია,
კადირ ჰასის უნივერსიტეტი, თურქეთი.
პროექტის ვებ.გვერდი: www.rediscover-project.eu
პროექტით reDiscover გვსურს ინოვაციური მიდგომების მეშვეობით დავაახლოვოთ თანამედროვე დიზაინერები და ტრადიციული რეწვის სექტორი. ჩვენს ინიციატივას ორი ძირითადი მიზანი აქვს: გვსურს დავაყენოთ ტრადიციული ცოდნა თანამედროვე დიზაინისა და მოდის სამსახურში და შევინარჩუნოთ მომავალ თაობების ძველი ტექნიკა და ნოუ-ჰაუ, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებს წარმოადგენს.
ევროპული ტრადიციული ცოდნა არის გამოუყენებელი კულტურული რესურსი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად შეუწყოს ხელი ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიულ განვითარებას. ტრადიციულ ცოდნაში ჩვენ ასევე ვგულისხმობთ მეთოდებს, ხელსაწყოების, მასალების, ფორმებისა და ნიმუშების გამოყენებას, პრაქტიკებსა და უნარებს და ბუნებრივ გარემოსთან კავშირს. გარდა ამისა, იგი ასევე მოიცავს ხალხურ მემკვიდრეობას და ხალხურ ხელოვნებას. ამგვარი თანამშრომლობა აუცილებელია ამ არამატერიალური მემკვიდრეობის აქტივების შეგროვების, შენარჩუნებისა და ახალი აუდიტორიის მოსაზიდად. პროექტს სურს შექმნას გრძელვადიანი სექტორათაშორისი თანამშრომლობა დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობის ინდუსტრიებს შორის, რომელიც აკავშირებს ამ ორი სფეროს ძლიერ მხარეებს თანამედროვე ეპოქის უახლესი გამოწვევების დასაკმაყოფილებლად და უფრო კონკურენტუნარიანს ხდის საერთაშორისო დონეზე.