განხორციელების პერიოდი: 2004-2006
დამფინანსებელი: მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი, მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/რობერტ ვილსონის ფონდი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო
ძეგლის შესახებ: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და სტილისტური და იკონოგრაფიული თავისებურებების მიხედვით თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება. რთული და გამოკვეთილად ქართული იკონოგრაფიული პროგრამით, მაღალმხატვრული დონით, ფერთა დახვეწილი გამით და დენადი ხაზით გამორჩეული მხატვრობა, თამარ მეფის პორტრეტებით შემკულ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის ფრესკებთან ერთად, ქართული კედლის მხატვრობის განვითარების მეორე უმნიშვნელოვანეს ეტაპს ქმნის.
განხორციელებული სამუშაოები:
-თაბაშირის და ცემენტის საპირეების მოხსნა და შეცვლა კირის ხსნარით, ბათქაშის გამაგრება;
-ფრესკების ზედაპირის გაწმენდა და ბიოლოგიური დაავადებების აღმოფხვრა;
- ფერწერული ფენის აქერცლილი და გაფხვიერებული ადგილების გამაგრება;
- სრული გრაფიკული და ფოტო დოკუმენტაციის შედგენა.