განხორციელების პერიოდი: 2002-2003
დამფინანსებელი: მსოფლიო მონუმენტთა ფონდი/სამუელ კრესის ფონდი
ძეგლის შესახებ: ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. მოხატულობა 1205-1215 წლებით თარიღდება და სტილისტური და იკონოგრაფიული თავისებურებების მიხედვით თამარ მეფის ეპოქას მიეკუთვნება. რთული და გამოკვეთილად ქართული იკონოგრაფიული პროგრამით, მაღალმხატვრული დონით, ფერთა დახვეწილი გამით და დენადი ხაზით გამორჩეული მხატვრობა, თამარ მეფის პორტრეტებით შემკულ ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის და ბერთუბნის ფრესკებთან ერთად, ქართული კედლის მხატვრობის განვითარების მეორე უმნიშვნელოვანეს ეტაპს ქმნის.
განხორციელებული სამუშაოები:
- ტაძრის გადახურვის რეაბილიტაცია;
- ფანჯრების და სარკმელების რეაბილიტაცია;
- ტაძრის გარშემო სადრენაჟო სისტემის მოწყობა.