იუნესკოს კულტურული სივრცეების ქსელი

   

განხორციელების პერიოდი: 2021–2023
დამფინანსებელი: ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამა

პროექტის პარტნიორები: ეთნიკური კულტურის ცენტრი სიუტის ფონდი (ლატვია) - პროექტის წამყვანი პარტნიორი; კიხნუს კულტურული სივრცის ფონდი (ესტონეთი); სეტომაა ტურიზმი (ესტონეთ); ჩრ. მაკედონიის ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭო (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა); ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო); UNIVERSITA DEGLI STUDI DI CAGLIARI (იტალია); Gacko pucko otvoreno uciliste Otocac (ხორვატია); Munícipio de Idanha-a-Nova (პორტუგალია).

ევროპა ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, მათ შორის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით (ICH) - ცოცხალი ტრადიციებით, ჩვეულებებით, ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომელსაც თაობიდან თაობას გადაეცემა. ICH-ის მნიშვნელობა ოფიციალურად აღიარებულ იქნა 2003 წლის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციით. კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ ხელს უწყობს ეროვნულ სიამაყეს და ერთიანობის გრძნობას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის სხვადასხვა რეგიონის მდგრად განვითარებაში, დაწყებული შორეული სასოფლო რაიონებიდან დამთავრებული ხალხმრავალი ქალაქებით.

პროექტი ემსახურებოდა მონაწილე ორგანიზაციებსა და ქვეყნებს შორის მეთოდოლოგიების, მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას. პროექტის ფარგლებში გაიმართა შვიდი სასწავლო ვიზიტი პარტნიორ ქვეყანაში. პროექტის ძირითადი შედეგებია: მეთოდოლოგიებისა და მიდგომების აღწერა: ეს დოკუმენტი აერთიანებს სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს, რომლებსაც პარტნიორი ორგანიზაციები იყენებენ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობისას. ერთობლივი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების ბროშურა: ეს ბროშურა ასახავს ICH-ის სფეროში სამაგალითო პრაქტიკას, აღწერს მონაწილე ქვეყნების წარმატებულ ინიციატივებს.