განხორციელების პერიოდი: 2012-2013
დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და ღია საზოგადოების ფონდის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრა (OSF Budapest)
პარტნიორები: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (წამყვანი პარტნიორი); არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის და მდგრადი განვითარების ცენტრი".
პროექტის მიზანი: დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები: სემინარები და კონსულტაციები კულტურის და ტურიზმის მენეჯმენტის, ტრადიციული რეწვის განვითარებისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით; ტრადიციული რეწვის ადგილობრივი პროდუქციის განვითარების მხარდაჭერა; ტრადიციული რეწვის პროდუქციის სალონის დაარსება; დუშეთის ტურისტული მარშრუტების რუკის შედგენა; დუშეთის გზამკვლევის გამოცემა; ტურისტულ ოპერატორებთან თანამშრომლობა ადგილობრივი ხელოვნებისა და ხელოსნობის და ტურისტული პროდუქტების მარკეტინგის მხარდასაჭერად.