ტრადიციული რეწვა საქართველოში – პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისთვის

   

განხორციელების პერიოდი: 2014-2016
დამფინანსებელი: ევროკავშირის Investing in People პროგრამის მიერ

პროექტის პარტნიორები: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (წამყვანი პარტნიორი), ქ.თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი; ასოცირებული პარტნიორი: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო საქართველო

პროექტის მიზნი: საქართველოში ტრადიციული რეწვის სექტორის დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის წყაროდ გარდაქმნა, რეწვის ტრადიციების შენარჩუნება და ქვეყნის რეგიონებში დარგის ეკონომიკური განვითარება.

პროექტში გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა 2012-2013 წწ. ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე

ძირითადი კომპონენტები:
ა. პროფესიული გაერთიანებების, ქსელების და სტრუქტურების შემნის მეშვეობით ტრადიციული რეწვის სექტორის ინსტიტუციური საფუძვლების გაძლიერება
ბ. ტრადიციული რეწვის ადგილობრივი ბაზრის განვიტარება, მწარმოებელთა სამუშაო პირობების და ბიზნეს უნარების ამაღლება
გ. ტრადიციული რეწვის განვითარების პოლიტიკის ადვოკატირება სამთავრობო სტრატეგიებში ინტეგრაციისათვის
დ. ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო ბაზისა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობა