ჩაერთე კულტურაში - ქართულ-პოლონური თანამშრომლობა

   

განხორციელების პერიოდი: 2014-2015
დამფინანსებელი: პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამა "რეგიონი განვითარების ეტაპზე" RITA, რომელსაც ახორციელებს ფონდი "განათლება დემოკრატიისთვის"

პროექტის პარტნიორები: ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ (პოლონეთი) (წამყვანი პარტნიორი), მოხალისეობის კატოვიცეს რეგიონალური ცენტრი (პოლონეთი), ხელოვნების სართაშორისო ცენტრი (საქართველო), ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ (საქართველო)

პროექტის მიზნი: საქართველოს მცირე მუზეუმებში მოხალისეობრივი და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების უნარების გაძილერება; მოხალისეობის დანერგვის საშუალებით მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამებში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა; ორგანიზაციულ დონეზე პოლონურ-ქართული თანამშრომლობის განვითარება

პროექტის ფარგლებში საქართველოს მცირე მუზეუმების წარმომადგენელებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში სასწავლო ვიზიტში სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ პოლონური მუზეუმების გამოცდილებას. ვიზიტის შედეგად მუზეუმებში შემდგომი დანერგვის მიზნით შეიქმნა 6 საგანმანათლებლო/მოხალისეობრივი პროგრამა.

2015 წლის 13 მარტს თბილისში, პოლონეთის ელჩის მისი აღმატებულება ანდჟეი ჩეშკოვსკის პატრონაჟით გაიმართა კონფერენცია სადაც წარდგენილი იყო პროექტის შედეგები და სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული გამოცდილება.