განხორციელების პერიოდი: 2018-2020
დამფინანსებელი: ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამა
პროექტის პარტნიორები: ეთნიკური კულტურის ცენტრი სიუტის ფონდი (ლატვია) - პროექტის წამყვანი პარტნიორი; კიხნუს კულტურული სივრცის ფონდი (ესტონეთი); სეტომაა ტურიზმი (ესტონეთ); ჩრ. მაკედონიის ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო საბჭო (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა); ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (საქართველო).
პროექტის მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება და იუნესკოს მიერ აღიარებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის (ICH) პრაქტიკოსებისთვის ცოდნის გადასაცის ეფექტური მეთოდების შემუშავება. იგი მიმართული იყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებელთა განათლების გაუმჯობესებისკენ საგანმანათლებლო მასალებისა და სემინარების მეშვეობით, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების ზრდასრულთა განმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
პროექტის კონკრეტული შედეგები:
- ერთობლივი ონლაინ ბუკლეტი: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საუკეთესო მაგალითების კრებული;
-
თითოეული პარტნიორი ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სისტემის, მისი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მეთოდოლოგიის აღწერა;
-
ერთობლივი რეკომენდაციები: პროექტის ფარგლებში შემუშავებული ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების რეკომენდაციები